თეგებით ძიება
17. 10. 2022 სპორტი

"კვარაცხელია? მისგან ჯერ არაფერი გინახავთ..." - როგორ ახასიათებს ოსიმენი ხვიჩას?

იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ნაპოლის" ცენტრფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა 16 ოქტომბერს "ბოლონიასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია დაახასიათა.

"კვარაცხელია? მისგან ჯერ არაფერი გინახავთ. ვარჯიშებზე ის ბევრად ძლიერია. ხვიჩა ყველაფრის ღირსია, რადგან ის საუკეთესო ადამიანია," - თქვა ოსიმენმა.

ცნობისთვის, სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "ბოლონიას" დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ნეაპოლიტანელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გუნდის ახალგაზრდა ცენტრფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა შეაგდო. კოტ-დ\'ივუარელმა ცხრიანმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებული გადაცემით ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვარას მონაგარი 5 გოლსა და 5 საგოლე გადაცემას შეადგენს.

წყარო: footballnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა