თეგებით ძიება
23. 10. 2022 სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში მან ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გიორგი ელბაქიძემ მოიპოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა