თეგებით ძიება
25. 10. 2022 სპორტი

ქართველმა და რომაელმა გულშემატკივრებმა ზეიმი ჩაშალეს - რატომ იჩხუბეს კვარაცხელიას ქართველმა გულშემატკივრებმა და „რომას“ ქომაგებმა?

23 ოქტომბერს, "რომა“- "ნაპოლის“ საფეხბურთო მატჩის დროს ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებსა და „რომას“ ფანებს შორის ჩხუბი მოხდა, - ამის შესახებ გამოცემა calcionapoli24.it წერს.

თამაშის მეორე ნახევარში, როდესაც „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენიმ გოლი გაიტანა, ქართველმა გულშემატკივრებმა გახარებულებმა ყვირილი დაიწყეს და საქართველოს დროშა ააფრიალეს, რასაც „რომას“ გულშემატკივრის უკმაყოფილება მოჰყვა.

შედეგად, მხარეებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა და გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

საბოლოოდ, ვითარების განმუხტვა დაცვის სამსახურმა შეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა