თეგებით ძიება
26. 10. 2022 სპორტი

ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს...ზამთარსვე დაიწყება მასზე “ნადირობა” - რას ამბობს ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი კვარაზე?

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინაშვილი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

როგორც “კვირის პალიტრის” ჟურნალისტ რატი შელეგიასმიერ გამოქვეყნებული ინტერვიუდან ვიგებთ ნონას საყვარელი სპორტის სახეობა ფეხბურთია.

“კვარაპირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და ამიტომ…”

“შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა – ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე “ნადირობა”, მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ “კვარა” სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და “ბოლონიასთან” საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა…”, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

წყარო: geosportnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა