თეგებით ძიება
26. 10. 2022 სპორტი

ძალიან ემოციური ადამიანია და ფეხბურთი ძალიან უყვარს. შეიძლება გოლი გავიტანო და ამაზე იტიროს - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულზე?

"ნაპოლის" ქართველმა ფეხბირთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Youtub არხ Nobel-ზე შეყვარებულზე ისაუბრა.

“ჩემთან ერთად ჯერ ვერ მოდის. ის სწავლობს აქ და დრო არ აქვს. ჩვენ უკვე ერთად ერთი წელია ვართ და მეგობრებისგან გავიცანი. მე ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის ცოლმა ან შეყვარებულმა კარგად იცის, რომ ფეხბურთელობის ცოლობა ძალიან რთულია. არ შეუძლია ყოველდღე მიწეროს, დაურეკოს და ა.შ. მან ყველაფერი იცის. თუმცა მატჩის წინ ოჯახს, შეყვარებულს ველაპარაკები. არა დიდხანს, მაგრამ გარკვეული დროით. ჩემს მშობლებს გავაცანი. ხელი არ მითხოვია, მაგრამ უკვე ერთად დიდი ხანია ვართ. მან იცის, რომ ჩემი საქმე მაქვს, რაც უნდა გავაკეთო. იცის, რომ ეს პერიოდი ყოველთვის ჩემ გვერდით ვერ იქნება. ნიცა ქვია. სამედიცინოზე სწავლობს და დრო თითქმის არ აქვს. ძალიან ემოციური ადამიანია და ფეხბურთი ძალიან უყვარს. შეიძლება გოლი გავიტანო და ამაზე იტიროს", - ამბობს კვარაცხელია.


წყარო - fanebi.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა