თეგებით ძიება
27. 10. 2022 სპორტი

მასთან შემრცხვა, ჩემს კარიერაში ასეთი რამ თითქმის არასდროს მქონია..." - რას ამბობს "ნაპოლის“ მწვრთნელი კვარაცხელიაზე?

"ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი "რეინჯერსთან“ სათადარიგოში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

"კვარაცხელიას შეყვანა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მსურდა, რადგან ბურთი დაჭერა გვინდოდა. მაგრამ ანგარიში 3:0 გავხადეთ და მერე კვარას ვთხოვე, ისევ დამჯდარიყო.

მან ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო. ასეთი გუნდურობის მომენტს ბევრჯერ ვაწყდები. სიმართლე გითხრათ, მასთან შემრცხვა (იცინის). ჩემს კარიერაში ასეთი რამ თითქმის არასდროს მქონია“, - განაცხადა "ნაპოლის“ მწვრთნელმა

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "რეინჯერსს“ დაუპირისპირდა და 3:0 მოიგო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა