თეგებით ძიება
27. 10. 2022 სპორტი

„კვარა აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება“ - „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ სააგენტო DAZN-თან განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს.

„ის თავის მოვალეობას ძალიან კარგად გაუმკლავდა, როგორც ბევრი ახალწვეული. იანვრის სატრანსფერო ბაზრამდე კი ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი და საინტერესო არაფერია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კვარა ჩვენთან თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მან კარგი ფორმა უნდა შეინარჩუნოს. კვარა აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა