თეგებით ძიება
31. 10. 2022 სპორტი

მსოფლიოში საქართველოს ემიგრანტი აღარ ეყოლება... - რას წერს იტალიური მედია?

იტალიურმა სააგენტომ AreaNapoli.it ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია მოამზადა.

"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს სიმბოლოდ იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ მის თამაშებს სამშობლოში დიდ ეკრანებზე უყურებენ. იმასაც შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველ გულშემატკივართა დიდი ჯგუფი „სასუოლოსთან“ თამაშზეც იმყოფებოდა.

კვარაცხელიამ ამ თამაშში გოლიც გაიტანა. ქართველი ტალანტის შედეგები შთამბეჭდავია: ყოველ 62 წუთში 1 გოლი, 1 ასისტი, ან 1 პენალტი. სპალეტისთვის ის ფაქტობრივად შეუცვლელი ფეხბურთელია.

მან საქართველოში ყველა გააერთიანა, განურჩევლად პოლიტიკისა, აზრისა, ეთნიკური, თუ რელიგიური ნიშნისა. ხშირად, ადამიანებს არ ესმით რატომ და როგორ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

მთავარია, რომ ვერ გააცნობიერებ, როგორ შეუძლია ფეხბურთს დაგავიწყოს პრობლემები, ტკივილი და სტრესი. კვარაცხელიას ყურების დროს ქართველები 90 წუთით ივიწყებენ ამ ყველაფერს და მხოლოდ მის თამაშზე აკეთებენ აქცენტს. მსოფლიოში საქართველოს ემიგრანტი აღარ ეყოლება. იმის ახსნა, თუ საიდან მოდიან ისინი, აღარ იქნება საჭირო. თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ თქვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან ხართ და ამას ყველა გაიგებს. საქართველო აღარ არის ამერიკის სახელმწიფო, ან სტალინის სამშობლო, ის უკვე კვარაცხელიას ქვეყანაა.“ - ვკითხულობთ სტატიაში.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა