თეგებით ძიება
31. 10. 2022 სპორტი

"ნაპოლიმ" მსგავსად თამაში თუ გააგრძელა...“ - რას ამბობს იურგენ კლოპი კვარაცხელიას გუნდთან მატჩის წინ?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ეტაპზე "ლივერპულის" მეტოქე "ნაპოლი" იქნება. გუნდების წინა დაპირისპირებიდან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად ნეაპოლელები მიიჩნევიან.

მერსი საიდული გრანდის თავკაცმა იურგენ კლოპმა "ნაპოლისთან" შეხვედრამდე მედიის კითხვებს უპასუხა:

"რისკზე ვერ წავალთ, უნდა განვიხილოთ, როგორ აღიდგინეს ჩვენმა ფეხბურთელებმა კონდიციები "ლიდსთან" მატჩის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტ როტაციას უნდა მივმართოთ, რადგან ამ ეტაპზე "ნაპოლი" ევროპის საუკეთესო გუნდია.

ცხადია, თამაშის მოგება გვსურს, მაგრამ 4:0 გამარჯვებას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. რევანში? არა.

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, "ნაპოლიმ" მსგავსად თამაში თუ გააგრძელა, ფინალში გასვლის რეალური შანსი ექნებათ. ისინი მაღალი ინტენსივობით თამაშობენ. მიყვარს ფეხბურთი და მომწონს, რასაც აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც "ნაპოლისთან" გავნადგურდით, მათ რამდენიმე შეხვედრას ვუყურე და აღფრთოვანებული ვარ. მეტოქის არ მეშინია, თუმცა მათ ვაფასებ", - განაცხადა კლოპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა