თეგებით ძიება
01. 11. 2022 სპორტი

სასიხარულო ინფორმაცია - გულშემატკივარმა, რომელმაც კვარას ნაჩუქარი მაისური ქართველებს მოპარა, ბოდიში მოიხადა და ნივთი დააბრუნა

იტალიის სერია A-ში, "სასულოსთან" მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაისური ქართველ გულშემატკივრებს აჩუქა, თუმცა ნეაპოლელმა გულშემატკივარმა, ეს მაისური ქართველებს მოპარა და სტადიონი დატოვა.

ფაქტს იტალიურ მედიაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. იტალიელებმა პეტიციები შექმნეს, რომ მისთვის “ნაპოლის” მატჩებზე დასწრება აეკრძალათ და სამარცხვინოს უწოდებდნენ მის საქციელს.

თუმცა, როგორც Areanapoli წერს, იტალიელებმა იპოვეს ეს ფანი, მან ამ საქციელისთვის ბოდიში მოიხადა და ქართველებს მაისური დაუბრუნა.

წყარო: sportline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა