თეგებით ძიება
01. 11. 2022 სპორტი

„ნაპოლის“ ქართულ სენსაცია - CNN-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა

ტელეკომპანია CNN-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით „ხვიჩა კვარაცხელია: „ნაპოლის“ ქართულ სენსაცია, რომელსაც „კვარადონა“ დაერქვა“.

სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ბენ მორსი წერს, რომ „ნაპოლი“ ყოველთვის იყო გატაცებული თილისმური შემტევი მოთამაშეებით.

„მარადონასთან შედარება „ნაპოლის“ გულშემატკივრების მიერ უკავშირდება იმედს, რომ ეს იმ წარმატებებს მოიტანს, რომელიც მარადონამ მოიტანა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მარადონას მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია ა-ს მესამე ტიტული „ნაპოლისთვის“ მიუღწეველი დარჩა. თუმცა ივლისში, „ნაპოლიში“ ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი აურზაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ“, - ნათქვამია სტატიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა