თეგებით ძიება
05. 11. 2022 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მანქანა კიმ მინ-ჯესას მეუღლეს მოპარეს

იტალიაში, "ნაპოლის" ქართველი მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს და მანქანა მოპარეს.

შემდეგ კი შემდეგ მანქანა „ნაპოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის მეუღლეს კიმ მინ-ჯესას მეუღლეს მოჰპარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, პარასკევს, 4 ნოემბერს ქურდობა ნეაპოლში, პოსილიპოს რაიონში მოხდა. მანქანა სახლთან იყო გაჩერებული. არსებული ინფორმაციით ფეხბურთელმა მანქანა კორეადან ნეაპოლში გადმოსვლის შემდეგ იქირავა.

"ეს ორი ეპიზოდი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ თან ძალიან განსხვავებულია. კვარაცხელიას შემთხვევაში ქურდები სახლში შევიდნენ, აიღეს გასაღებები და გამოიყვანეს მანქანა, რომელიც მოგვიანებით სატელიტური მოწყობილობის წყალობით იპოვეს. კიმის მეუღლის შემთხვევაში კი მანქანა ქუჩაში იყო გაჩერებული. წვიმიან დღეს კი პრაქტიკულად დაუბრკოლებლად შეძლეს მოქმედება", - წერს იტალიური მედია.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა