თეგებით ძიება
06. 11. 2022 სპორტი

ლუკა მაისურაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალიმეჰდიევი დაამარცხა და შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

დღეს ბაქოს გრანდ სლემზე რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მესამე ადგილის მფლობელი გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა