თეგებით ძიება
06. 11. 2022 სპორტი

შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვეტერანმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის და მისი ფონდი იმუშვებდნენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრები ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად წასულიყვნენ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნა ცოტა ხნის წინ, არველაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო.

„მე და ჩემი ფონდი ძალიან ვეცადეთ, რომ გულშემატკივრებთან და სპონსორებთან ერთად შეგვექმნა ჯგუფი, და წავსულიყავით ნეაპოლში, მსოფლიო ჩემპიონატამდე. ეს არის პირველი ჯგუფი, მაგრამ არა ბოლო. ჩვენი სურვილია, ცოცხლად ვნახოთ ყველაფერი. შერჩევის პრინციპი უკვე გადაწყვეტილია და თქვენც გაიგებთ ცოტა ხანში, როგორ შეირჩა იქ [ნეაპოლში] წამსვლელი გულშემატკივარი. ეს ყველაფერი მოხდება იქ, სადაც ხვიჩა მოღვაწეობს“, - ამბობს ვიდეომიმართვაში შოთა არველაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა