თეგებით ძიება
18. 11. 2022 News-ები

მსოფლიო ზრუნავს მიშას ჯანმრთელობაზე და ჩვენ აქედან არ ვუშვებთ - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი თავისი შვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

"დრო, წამმზომი ჩართულია. შაბლონური ფრაზაა, მაგრამ მიყვარს მე ეს ფრაზა. დრო ძალიან სწრაფად გარბის. 2-3 დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, კაცი, ადამიანი, პაციენტი, ყოველ შემთხვევაში, არა პატიმარი, აუცილებლად უნდა გავიდეს უცხოეთში, სადაც რამდენიმე ქვეყანაში არის უკვე მზადყოფნა მისი დახვედრის მრავალპროფილიან კლინიკებში. მსოფლიო ზრუნავს მიშას ჯანმრთელობაზე და ჩვენ აქედან არ ვუშვებთ. ადამიანის სიცოცხლეზე, დაავადებაზე და გაჭირვებაზე იძახიან, რომ ეს არის ფეიკი და იცინიან... ეს ამაზრზენიც არის, შეურაცხმყოფელიც არის. მე ვთვლი, რომ ეს შეურაცხმყოფელია არა მიშასთვის, არა ჩვენი ოჯახისთვის, არამედ, რასაკვირველია, შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა