თეგებით ძიება
24. 11. 2022 News-ები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მივიდა და მასთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ქვეყნის პირველ პირს სააკაშვილის სამედიცინო დასკვნები პირადად გააცნოს.

"მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს", - თქვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა