თეგებით ძიება
03. 01. 2023 მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გაათავისუფლეს - ოფიციალური კიევი სასიხაულო ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გაათავისუფლეს.

"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სრულმასშტაბური შემოჭრის დროს ოკუპირებული ტერიტორიების 40% და 2014 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 28% გაათავისუფლეს“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა