თეგებით ძიება

რუსეთი უკრაინას ირანული დრონებით დაარტყამს - რა ინფორმაციას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე გეგმავს ხანგრძლივ შეტევას ირანული დრონებით.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი „შაჰედებით“ ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს გამოფიტვაზე - ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გამოფიტვაზე“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავზე 80-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

"ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს უახლოეს მომავალში. რადგან ამ კვირებში ღამეები შეიძლება საკმაოდ მოუსვენარი იყოს. ახლა ის დროა, როდესაც ცის დაცვაში ჩართული ყველა ადამიანი განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოს“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა