"დიდება გმირებს“ შეძახილის გამო, რუსეთში ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვენ
რუსეთის დუმა და ფედერაციის საბჭო მომღერალ, ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ.
მიზეზი 2 იანვარ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, სადაც ერთ-ერთ წვეულებაზე მომღერალი მიმართვას „Слава Україні!“-ის, „Героям слава!“ -თი პასუხობს.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი, ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს "პირუტყვობას", "სიმახინჯეს" და "ღალატს" უწოდებს.