"არ მინდოდა ამ პოსტის დადება, მაგრამ, სამწუხაროდ, მე პირადად ეს შემეხო" - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე?
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე პიროტექნიკის გამოყენებით ადამიანის დაზიანების შესახებ წერს. მისი თქმით, პიროტექნიკა მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა გამოიყენონ.
"არ მინდოდა ამ პოსტის დადება დღეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე პირადად ეს შემეხო!
ჩემი მეგობარი დაზარალდა!
კარგად ნახეთ ეს სურათები, ეს არის საახალწლო პიროტექნიკის შედეგი!
ყოველ წელს ერთი და იგივე რენტგენის სურათები გვაქვს!
საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალების ხელში!
საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს !
2021 წელს საქართველოში ახალი წლის აღნიშვნის შედეგად :
დაიღუპა ერთი ადამიანი! https://metronome.ge/story/326664
31 დეკემბერსა და 1 იანვარს საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკის დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 36 მათგანს ჰოსპიტალიზირება დასჭირდა," - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze
#გიორგიფხაკაძე