4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები საქართველოსა და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში გაიმართება
ხვალ, 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები საქართველოსა და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში გაიმართება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია თბილისშიუ, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გაიმართება.
მისი თქმით, აქციები 18:00 საათზე დაიწყება.
„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.