გუშინდელთან შედარებით, ჩემი შვილი დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინდელთან შედარებით, უკეთ გამოიყურება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს.
როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს.
„ადრეც ამავე აზრზე ვიყავით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლო განხილვა, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს,“ – განაცხადა ალასანიამ.