თეგებით ძიება

რატომ ვერ ვხედავთ ცისარტყელას ყველა ფერს?

ცისარტყელას შესახებ გვასწავლიან, რომ მას შვიდი ფერი აქვს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. თუმცა, ეს მთლად სიმართლე არ არის. სხვადასხვა ფერი ერთმანეთს ეხვევა და ძნელია იმის თქმა, სად მთავრდება ერთი ფერი და იწყება მეორე. მათ შორის სხვა ფერებიც არის, სადაც ისინი ერთმანეთს ერევა — მაგალითად, ცისფერსა და მწვანეს შორის ჩნდება ფირუზისფერი. ამის შესახებ ინფორმაციას The Conversation-ი წერს.

ცისარტყელა, რომ წარმოიქმნას, პირველ რიგში საჭიროა, ჰაერში წყლის წვეთები იყოს — წვიმა ან თუნდაც ნისლი, მზე კი ჩვენს უკან საკმაოდ დაბლა. იმიტომ, რომ ცისარტყელა წყლის წვეთებში სინათლის გავლის შედეგად წარმოიქმნება.

ამასთან, არის ორი ფერი, რომლებსაც ცისარტყელაში ვერასოდეს ვხედავთ — შავი და თეთრი. შავი წარმოადგენს ფერის არარსებობას — მას მაშინ ვხედავთ, როცა სინათლე საერთოდ არ არის.

მზის სინათლე ჩვენთვის თეთრად ჩანს. თუმცა, თეთრი სინათლე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, სინამდვილეში სხვადასხვა ფერების ნაზავია. როდესაც სინათლე წყლის წვეთში გაივლის, ეს ფერები შეიძლება ერთმანეთისგან განცალკევდეს.

სინათლის ტალღები

ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სინათლე ტალღების სახით მოძრაობს, დაახლოებით ისე, როგორც ტალღები ოკეანეში. თითოეულ ფერს, რომელსაც ცისარტყელაში ვხედავთ, სხვადასხვა „ტალღის სიგრძე“ აქვს.

დაბოლოს, ფერთა სპექტრში, ცისფერი და მწვანე ერთმანეთის გვერდითაა და სწორედ ამიტომ ვხედავთ ფირუზისფერს იქ, სადაც ისინი ერთმანეთს ერევა. თუმცა, ზოგიერთი ფერი წარმოადგენს ისეთ ფერთა ნაზავს, რომლებიც სპექტრში ერთმანეთის გვერდიგვერდ არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა