თეგებით ძიება

დაბომბვა უკრაინულად - საჰაერო თავდასხმას 100-ობით რუსი სამხედრო ემსხვერპლა

უკრაინელების მორიგი შედეგიანი თავდასხმა - უკრაინელთა M142 HIMARS-ების მიერ ოკუპირებულ მაკეევაკაში რუსების სამხედრო ბაზის დაბაომბვასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ვრცელდება.

ჯამში უკრაინელებმა HIMARS-ებიდან 6 ერთეული GMLRS-ის რაკეტა ისროლეს, რომელთაგან 2 რუსმა ოკუპანტებმა ანტისაჰაერო სისტემებით გაანადგურეს, 4-მა კი მიზნამდე მიაღწია.
ე.წ ბაზის შენობის სარდაბში განთავსებული იყო საბრძოლო მასალის საწყობი და დიზელის საწვავი, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია და შენობა სრულად გაანადგურა

რუსული საინფორმაციო ტელეგრამ არხების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა, თუმცა ზოგიერთ წყაროზე იწერება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, 400-საც კი აღემატებოდეს.

დაბომბვის შედეგად განადგურდა 10 ერთეული ჯავშანმანქანა/ჯავშანტრანსპორტიორი.

პ.ს რუსული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად მხოლოდ 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.

წყარო: ალფა სიხშირე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა