თეგებით ძიება

"მოკლედ, ალბათ ბევრი რამე გამომრჩა, მაგრამ არა უშავს, მომავალი წელი მქონოდეს უკეთესი და ასევე გისურვებთ თქვენც" - რას წერს გურამ შეროზია?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში 2022 წელს აჯამებს.

"შევაჯამებ 2022 წელს, უსაყვარლესს და სასიამოვნოს

- დავიწყე პლეხანოვის სახლის უსაყვარლეს და უფერადეს, არტ სტილში რემონტი და მალე დასრულდება
- სრული დატვირთვით დავბრუნდით ტურიზმში, 25-მდე ჯგუფური ტური (ჩემთან ერთად) და უამრავი სხვა ტური დავუგეგმეთ ხალხს
- ვიმოგზაურე 15-მდე ქვეყანაში, თან ისეთ საოცრებებში, როგორებიცაა: მალაიზია, სინგაპური, მექსიკა, ეკვადორი, ზანზიბარი, ესპანეთი, პორტუგალია, დუბაი, ა.შ.
- საიჯარო ბიზნესი დაბრუნდა სრული დატვირთვით
- საქართველოშიც დავიწყე ტურები უმეტესად უცხოელებისთვის
- სტაბილურად ვაგრძელებ მუშაობას სამივე უნივერსიტეტში, ერთში ასოცირებული პროფესორის, ორში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე
- ვითანამშრომლე 25-მდე კომპანიასთან SMI კუთხით, მათ შორის იყვნენ საერთაშორისოებიც
- გადავიღე 3 კლიპი, ჯამში 4 სიმღერა გადაცდა მილიონ ნახვას, მეხუთეც მალე გადაცდება
- ჩემმა სიყვარულმა პუპუსიკომ დაიწყო კითხვა
- დავასრულე მუშაობა მეორე, ბიოგრაფიულ წიგნზე "ცხოვრება სხვის ტყავში", 2023 წელს გამოვცემ
- შევედი პრაიმ ჰაუსში და გამიცნო ხალხმა ბევრად უფრო ახლოს
- ყველა სოციალურ ქსელში მქონდა რეკორდული მასშტაბების ზრდა
- მოვიგე პრაიმ ჰაუსი და ბინა! (ვინც ითვლის - რიგით მესამეა ჯამში, კი)
- ჩვენი საქველმოქმედო ჯგუფი დაეხმარა ასობით ოჯახს, ვეღარ ვითვლით უკვე
- დედასთან ერთად საზღვარგარეთ ვიმოგზაურე სამჯერ, საქართველოში ელენასთან და დედაჩემთან ერთად - რეკორდულად ბევრჯერ
- ვარჯიშის კუთხით ყველაზე კარგი და სტაბილური წელი მქონდა, მაგრამ ბოლო სამ თვეში წყალში ჩავყარე :)) აღვადგენ
- თურქული ენის სწავლა დავიწყე და უკვე საყველპუროდ ვსაუბრობ :))) რიგით მე-6 ენაა
- შევიძინე უამრავი ახლობელი ადამიანი, გულშემატკივრების სახით და უდიდესი მადლობა ამისთვის
- მიყვარდა.

მოკლედ, ალბათ ბევრი რამე გამომრჩა, მაგრამ არა უშავს. მომავალი წელი მქონოდეს უკეეეთესი და ასევე გისურვებთ თქვენც, შეეჯიბრეთ, ეპაექრეთ და აჯობეთ მხოლოდ ერთს - საკუთარ თავს! ბედნიერებას გისურვებთ!", - წერს გურამ შეროზია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა