ავარიას ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე ქალი ემსხვერპლა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით,ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავარიის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.