დენის სადენებს ცეცხლი გაუჩნდა - რა მოხდა „გალერია თბილისში“?
„გალერია თბილისში“ ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი ცნობილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ობიექტის დენის სადენებს გაუჩნდა, რაც ევაკუაციის მიზეზი გახდა.
ცეცხლის კერა უკვე ლოკალიზებულია.
სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, რომ შენობაში მცირედი დაკვამლიანების გამო „გალერია თბილისი“ დღეს მუშაობას აღარ გააგრძელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.