თეგებით ძიება

"მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან" - სერგეი გაიდაი

ლუ­განსკის სა­ოლ­ქო სამ­ხედრო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სერ­გეი გა­ი­და­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან.

"ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­წყო­ბე­ბი ფეთ­ქდე­ბა. ხე­და­ვენ, რომ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­თა ყა­ზარ­მე­ბი ფეთ­ქდე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის გამო ჭკუ­ი­დან იშ­ლე­ბი­ან. იწყე­ბა საკ­მა­ოდ სას­ტი­კი ქმე­დე­ბე­ბი მათი მხრი­დან. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მთვრა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო­ებს ეს­ვრი­ან. შე­უძ­ლი­ათ სა­მო­ქა­ლა­ქო მა­მა­კა­ცი დავ­რი­ტონ, თუ მო­ე­ჩე­ნე­ბათ, რომ იგი თით­ქოს უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ეხ­მა­რე­ბა.

გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ახ­ლა­გაზ­რდა ბი­ჭებს უბ­რა­ლოდ იჭე­რენ და, თუ ფრონტზე წას­ვლა არ სურთ, გა­ყავთ ლუ­განსკში და იქ ცი­ხე­ში სვა­მენ. არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ 10-15 სა­მო­ქა­ლა­ქოს ამა თუ იმ სოფ­ლი­დან იჭე­რენ და გა­ყავთ, ასე­თი ფორ­მით აში­ნე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვებს, რათა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს არ და­ეხ­მა­რონ… ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი ნერ­ვუ­ლი კო­ლაფ­სის პიკ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან”, - გა­ნა­ცხა­და გა­ი­და­იმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა