თეგებით ძიება

„ეს თქვენი, ოდესღაც “უძლეველი ძალოვანი” უკანასკნელი ვირთხასავით გაიქცა“ - ვანო მერაბიშვილს ვაკეში ფიზიკურად გაუსწორდნენ?

„აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში ფიზკურად გაუსწორდნენ.

„არანაირი სინანული, არანაირი განცდა დანაშაულისა, პირიქით! ერთადერთს დარდობენ, რომ ორ გვამს უკვეთავენ და აღარ სრულდება ძველებურად… ისევ უნდათ შეუზღუდავი ძალაუფლება და რაც დაგვაკლეს ერთიანად აგვინაზღაურებენ! სანამ ისე მოიქცევით, როგორც გივია თარგამაძე მოიქცა დღეს, ქალაქში მშვიდად ვერასდროს ივლით! ისევე, როგორც თქვენი ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი, რომელსაც გუშინ საღამოს მოხვდა ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში! მოხვდა, ყველა გამწარებული, შეურაცხყოფილი, ნაწამები ადამიანის სახელით! მოხვდა და ეს თქვენი, ოდესღაც “უძლეველი ძალოვანი” უკანასკნელი ვირთხასავით გაიქცა, ჩამოიფერთხა და გაიძურწა! როგორც ვიცი პოლიციაშიც არ განუცხადებია, ალბათ არ უნდა სექტამ ასეთ მდგომარეობაში იხილოს!
გაჩერდით! დაასრულეთ! თავი დახარეთ და ბოდიში მოიხადეთ! ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას! ნაცვლად იმისა, რომ წარსულში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ინანიებდეთ, ყოველდღიურად აგრძელებთ ბინძურ პროვოკაციებს! გაფრთხილებთ, ვანოზე პანღური მონაგონი იქნება!“ - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

არანაირი სინანული, არანაირი განცდა დანაშაულისა, პირიქით! ერთადერთს დარდობენ, რომ ორ გვამს უკვეთავენ და აღარ სრულდება...Posted by Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი on Tuesday, 3 January 2023



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა