თეგებით ძიება

რუსეთი კვლავ იბომბება - უკრაინელები კამიკაძე დრონებით მასირებულ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ

რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვში, უკრაინული კამიკაძე დრონებით მასირებული საჰაერო თავდასხმები მიმდინარეობს. ინფორმაციას World Military/ანალიტიკა ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, როსტოვში გააქტიურდა რუსული ჰსთ სისტემები, რომლებმაც რამდენიმე უკრაინული კამიკაძე დრონის გადაჭერა მოახერხეს, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები, რომ მიუხედავად ჰსთ-ების ატივაციისა, კამიკაძე დრონებით დარტყმები მაინც განხორციელდა რამდენიმე ლოკაციაზე.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად სად და რა დაზიანებები გამოიწვია უკრაინული კამიკაძე დრონებით დარტყმებმა, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე წლის დაწყებიდან უკრაინელთა მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არამხოლოდ სასაზღვრო, არამედ გაცილებით სიღრმეში მყოფ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე მინდინარეობს საჰაერო/სარაკეტო/დივერსიული თავდასხმები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა