თეგებით ძიება

"ყველაზე მაგარი და სასიხარულო საახალწლო ამბავი" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გერმანია რუსეთის ბუნებრივ რესირსებზე აღარ არის დამოკიდებული.

"ყველაზე მაგარი და სასიხარულო საახალწლო ამბავი.
გერმანია (ევროპის უდიდესი ეკონომიკა) აღარ არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, ნახშირსა და ნავთობზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლამდე გერმანიის დამოკიდებულება რუსეთის გაზზე იყო 55%, ნახშირზე 50% და ნავთობზე 35%.
რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო, მაგრამ ამის აღიარება უჭირს.

ქართველმა რუსეთუმეებმა (რუსეთის მონებმა) აღარ იციან, რა ქნან, რა მოიგონონ… ევროპა, გერმანია, საფრანგეთი კი არიან თბილად გაზით, დენით, ნავთობით და უფრო ძლიერი ეკონომიკით…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze
#გიორგიფხაკაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა