თეგებით ძიება

"ეჰ წუთიც მაინც დამაბრუნა ბავშობაში , როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად, მაშინ ჩემს ქუჩაზე ყველა სახლში სინათლე იყო" - გივიკო დიდია

ბლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, და მის ბავშვობის წლებს იხსენებს.

"ეჰ წუთიც მაინც დამაბრუნა ბავშობაში , როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად . მაშინ ჩემს ქუჩაზე , ყველა სახლში სინათლე იყო . შემოღამება და ღია ფანჯრებიდან გადაძახილი მომენატრა , სა ხარ გადმოი.

გავიდა დრო და თან ბევრი ადამიანი გაჰყვა . ახლა ძველებურად მხიარული აღარ არის სახლები . ფანჯრებს მიღმა , ვერც სინათლეს დაინახავ . ისე მძიმედ დგანან , სევდით სავსე არიანო იფიქრებს კაცი . მაშინ სხვანაირი იყო ირგვლივ ყველაფერი , უფრო მეამიტი , ლაღი , ხალხიც , მე ასე მგონია . მენატრება ყველაფერი ძველი , ჩემი ოჯახიდან და ჩემი ქუჩიდან წასული ადამიანები , მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამოაყალიბეს ჩემს ცნობიერებაში.

გული მწყდება რომ იმ დროში ვერაფრით დავბრუნდები . დამიჯერეთ , ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი რომ შემეძლოს , ისევ უდარდელად ბავშობის გატარება გურიაში", - წერს გივიკო დიდია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა