თეგებით ძიება
04. 01. 2023 მსოფლიო

უკრაინის გენშტაბი ომის მიმდინარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.

"ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა