თეგებით ძიება
04. 01. 2023 სპორტი

იტალიაში საახალწლო ასაფეთქებლებს კვარას სახელი დაარქვეს

იტალიაში პოლიციამ არალეგალური საახალწლო „ბომბები“ ამოიღო, რომლებიც იტალიაში მოასპარეზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს ატარებდა.

ინფორმაციას გამოცემა ilgiornale.it ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საახალწლო ასაფეთქებელ მოწყობილობებში ხვიჩა კვარაცხელიას სახელის გამოყენება მარკეტინგულად გამართლებულია, რადგანაც ის 2022 წლის იტალიის აღმოჩენა იყო და იტალიურ ფეხბურთში ახალგაზრდა ქართველის გამოჩენა სწორედ ბომბის აფეთქებას ჰგავდა.

პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ბომბები“ „კვარა“ საკმაოდ ძლიერია და ის 500 გრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს.

პოლიციის ოპერაცია ქალაქ ვიკო ეკუანსეში ჩატარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა