თეგებით ძიება

ცხოვრება გათხოვებამდე ნიშნავს სხვა განწყობას, სხვა ღირებულებებს... - რას ამბობს ხატია სიჭინავა?

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება თუ როგორ გაატარა ახალი წელი, როგორ შეცვალა ოჯახმა მისი განწყობები.

- სანამ გავთხოვდებოდი, ახალ წელს სახლში, მგონი, არასდროს შევხვედრივარ, სულ გარეთ ვიყავი - ივენთი, კონცერტი და ასე შემდეგ, იშვიათად, რომ სახლში ვყოფილიყავი. არც კი მახსენდება ასეთი რამ. ცხოვრება გათხოვებამდე ნიშნავს სხვა განწყობას, სხვა ღირებულებებს, სხვა სიხარულს, მეგობრები, გარეთ ყოფნა, სიახლეები, ხმაური და ასე შემდეგ. მეგობრები ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ოჯახში უფრო მეტად მიხარია. სახლში მინდა ჩემს შვილებთან და ქმართან ერთად. ახლა განწყობაც სხვანაირი მაქვს, აღარც ხმაური მიყვარს. დროსთან ერთად იცვლება ადამიანის მსოფლმხედველობა, შეფასების კრიტერიუმები და ის, რაც მანამდე წარმოადგენდა ღირებულებას, დღეს უკვე სხვა რამით ნაცვლდება.

- სიხარულით ხვდები კიდევ ერთ ახალ წელს თუ წლების მატებას ცოტა დრამატულად უყურებ

- დრამა ცხოვრებაში არ მყვარებია. დეპრესია რა არის, საერთოდ არ ვიცი. ცუდ ხასიათზე ყოფნა მაქსიმუმ ხუთი წუთი შემიძლია. კიდევ ერთი წელი მოგემატა? ანუ სიხარულის კიდევ ერთი შანსი მოგეცა. თუ რამე არ მოგწონს შენს ცხოვრებაში, შეგიძლია შეცვალო, თუ რამე მოგწონს, შეგიძლია ისიც კი, კიდევ უფრო გააუმჯობესო. „ვაიმე, კიდევ ერთი წელი მომემატა“ - ეს განწყობა ჩემთვის ძალიან უცხოა. საერთოდ, ცხოვრებაში „ვაიმეთი“ არაფერს ვუყურებ და მით უმეტეს, ამ დღეს. პირიქით, ძალიან დიდი შემართებითა და იმედით ვხვდები.

ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი წელი კიდევ ბევრ კარგ სიახლეს მომიტანს. პრინციპში, ყოველთვის ასეა - ყოველ წელს მაქვს ისეთი სიახლე, რომელიც ძალიან მსიამოვნებს და მაბედნიერებს.

წყარო - digest.pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა