სააკაშვილის ფენომენი კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა - რას ამბობს ლაშა ბუღაძე?
ქართველმა მწერალმა, ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფენომენი კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს.
„ახლა წავიკითხე, რომ ნაციონალური მოძრაობა ორი სხვადასხვა აქციის ჩატარებას აპირებს თბილისში სააკაშვილის გადასაყვანი (თუ გადასარჩენი) კამპანიის ფარგლებში... ბ-ნმა ხაბეიშვილმა, ცალკე გავდგებიო. მგონი, აქაც ორი სააკაშვილია... ორი ახალი წლის არ იყოს. გრიგორიანელებივით და იულიანელებივით ვერ შეთანხმებულან ერთ პრინციპზე და ერთად დგომაზე... თუმცა სააკაშვილის ფენომენი უკვე კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა. არადა, მგონი, მეტი სერიოზულობა გმართებთ, ბატონებო!“ - განაცხადა ბუღაძემ.
დღეს ქვეყნის სხვადასხვა მასშტაბით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დაიწყება.