თეგებით ძიება

მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს - რას ამბობს ბაჩო დოლიძე?

მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს და არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"დღეს, 6 საათზე, მშვიდობის ხიდზე ვიკრიბებით და ჩვენ გვექნება ერთიანი გზავნილი მსოფლიოსთან მიმართებით. ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს ნაწილი და არა ველური რუსეთის, იმ საბჭოთა კავშირის, სადაც პოლიტიკური შურისძიება, მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ ერთხელ მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქალაქი, სადაც 6 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, მათ შორის, ეს არის ზუგდიდი, ქუთაისი, ასევე გურიაში, ბათუმში გვექნება და ამ გზავნილით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს“, - განაცხადა დოლიძემ.

დღეს ქვეყნის სხვადასხვა მასშტაბით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დაიწყება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა