თეგებით ძიება

"სიცოცხლით სავსე და სულ ყველაფრის მოსწრებაზე იყავი, ექიმი უნდა გამხდარიყავი!" - 20 წლის ექთანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის ბიჭი, აკაკი ბადრიძე გარდაიცვალა. ავტომობილი, რომელსაც 20 წლის ბიჭი მართავდა, გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. აკაკი ბადრიძე ამერიკულ ჰოსპიტალში ექთნად მუშაობდა. მას მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

"კაკი მოსაგონრადაც რომ მწარეა. ასეთი ახალგაზრდები და თან შენნაირი მხიარული ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ. არაა ეს სამართალი! ყველას რომ თავი დაამახსოვრე ისეთი ადამიანი ხარ. როგორი მოუსვენარი იყავი, სიცოცხლით სავსე და სულ ყველაფრის მოსწრებაზე იყავი.

რამხელა გეგმები გქონდა, შემდგარი ექიმი უნდა გამხდარიყავი! თეთრი ხალათით რომ დაფრიალებდი, სულ დაგცინოდი, პინგვინი პირველ კურსელივით ნუ დადიხარ მეთქი. შენნაირი ადამიანების სიკვდილით ჩვენ ცოცხლებს წლები გვაკლდება“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა