ჭორვილაში, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სოფელში, ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს დაპირისპირება იყო.
"მთვარი არხის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ადგილობრივებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის იკრიბებიან.
ჭორვილაში ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ.