"ძლივს ჩაასწრო, ისე გაბრაზდა ხალხი. ქვები დაუშინეს და წყევლიდნენ" - რა მოხდა ავტობუსში?
სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ავტობუსში მომხდარ ინციდენტზე სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს, ვიღაცამ, ხალხით სავსე ავტობუსში ლიბერალებს აგინა მაგრად. ძლივს ჩაასწრო, ისე გაბრაზდა ხალხი. ქვები დაუშინეს და წყევლიდნენ.
ქალებმა თვალი გავაყოლეთ და ვთქვით - უფალო, რა ვაჟკაცი პიროვნებაა.. როგორ გაბედა ! ამ დროში, ამ ქვეყანაში, ასე პირდაპირ, არც აცხელო, არც აცივო და ლიბერალებს აგინო...", - წერს დევდარიანი.