თეგებით ძიება

სადაც მიშას მხარდამჭერი აქცია იქნება, ყველგან ვიქნები - ირაკლი ნადირაძე

პრეზიდნტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ საკაშვილის მხადამჭერები იმყოფებიან და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციას შეუერთდა ენმ-ს წევრი, ირაკლი ნადირაძეც, რომელიც აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი ტყვეა.

"სადაც იქნება მიშას მხარდამჭერი აქცია, ყველა ლოკაციაზე, ყველგან ვიქნები აუცლებლად. დღეს ვუერთდები ამ ადამიანებს და შემდეგ 18:00 საათზე კანცელარიასთან ვიქნები, საიდანაც იქნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ, იმიტომ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და დღეს პუტინს ამ ქვეყანაში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი. შეწყალების შემთხვევაში მათ, უბრალოდ, მოუწევთ მიხეილ სააკაშვილი გაშვება ქვეყნიდან უცხოეთში სამკურნალოდ, ამიტომ მთავარია, სალომე ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას", - ამბობს ნადირაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ საკაშვილის გამო აქციები გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა