თეგებით ძიება

პაციენტი ხელში გვაკვდება - ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვეს

ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს.

„ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“ - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანანა ჯებაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ საკაშვილის გამო აქციები გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა