თეგებით ძიება

რუსეთის მიერ უკრაინისათვის მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - ოფიციალურ მოსკოვს საშინელი დანაკარგები აქვს?

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბური ომით მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის უკვე 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ სწრაფი აღდგენის კუთხით უკრაინის საჭიროებების მორიგ შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ ივნისში ეს [ზარალის] მაჩვენებელი 350 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ბოლო თავდასხმების გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა 700 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა