თეგებით ძიება

პატრიარქის პატივსაცემად თბილისში საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება - მთავრობის ადმინისტრაცია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

დღეს, 4 იანვარს, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი მისი უწმინდესობისათვის. გალა-კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა