"ჩვენ ვცხოვრობთ და უცებ არსაიდან რაღაც საშინელება ხდება... ჩემი მეუღლე ძირსაა, გატეხილი თავით და სისხლის გუბეში" - რას წერს რატი წითელაძე?
რეჟისორი, რატი წითელაძე სოციალურ ქსელში წერს ინციდენტზე, რაც მის მეუღლეს შეემთხვა.
"ყველაზე საშინელი ღამე!
ჩვენ ვცხოვრობთ და უცებ არსაიდან რაღაც საშინელება ხდება და იმ მომენტში ხვდები, რომ არაფერს აქვს ფასი და ღირებულება, მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს!
კივილი, ჩემი მეუღლე ძირს, გატეხილი თავით და სისხლის გუბე... მეგონა ყველაფერი დასრულდა!მინდოდა მისთვის გული და სული მეჩუქებინა... უზომოდ მიყვარს ჩემი პატარა ანგელოზი, მაგრამ ჩემთვის დედისა და შვილის სიყვარული ყველაზე წმინდაა!
შემდეგ, აკანკალებული და ჩუმი ხმით მითხრა, გთხოვ, შეხედე ბავშს, ის ხომ კარგად არის... თუ მოვკვდები, გთხოვ მიხედე ჩემ დედას და მამას... უთხარი ჩვენ პატარას და დედაჩემს, რომ უზომოდ მიყვარს ისინი და სულ მათ გვერდით ვიქნები... და გთხოვ დაეხმარე მარტოხელა დარჩენილ მოხუცებს.
საშობაო კურთხევაა, რომ ახლა მთელი ოჯახი ერთად ვართ... ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ!
დიდი მადლობა სასწრაფოს, ექიმებს და ჩვენს მეზობლებს, მათი დროული დახმარებისათვის! ვამაყობ ჩვენი ქართველობით!
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა იმათთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება! 2000 ლარზე მეტი უკვე მოვაგროვეთ. ჩვენ ყველანი ერთად გავახარებთ ამ საყვარელ ადამიანებს! ", - წერს რეჟისორი.