გარდაბანში, ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაზარლოში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა.
მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.