თეგებით ძიება
04. 01. 2023 მსოფლიო

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ერთწლიან მინიმუმამდე შემცირდა - რამ განაპირობა ტარიფის კლება?

ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასები ერთწლიან მინიმუმამდე შეცვირდა. მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 67 ევროს შეადგენს, რაც 2022-23 წლების მინიმალური მაჩვენებელია. ერთთვიან ჭრილში გაზის ფასი ევროპაში 50%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ბუნებრივი აირი 25%-ითაა გაიაფებული.

ევროპული გაზის ბენჩმარკის გარდა, მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, კერძოდ, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 49%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდში გაზის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებასთან, როგორც ჩანს, მიმდინარე ზამთარი მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად ცივი იქნება, რაც გაზზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ერთკვირიან ჭრილში დაფიქსირებულ ვარდნის ტენდენციას, ის საახალწლო არდადეგებთანაა დაკავშირებული, როგორც წესი, ამ პერიოდში ბირჟაზე ტრეიდინგ აქტივობა მკვეთრად იკლებს, საქონლის ვოლატილობა მცირდება, ფასები კი ძირითადი საბაზრო ტენდენციის შესაბამისად სტაბილურდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები თითქმის სრულადაა შევსებული, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. საფრანგეთისა და ბრიტანეთის სტრატეგიული მარაგები სრულადაა შევსებული, გერმანიის - 97%-ით, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი ამჟამად 93%-იან ნიშნულზეა.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა