ჩილეს უპირატესობა - ვინც დაინტერესებულია მსოფლიოს 174 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით
სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, ჩილე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულია მსოფლიოს 174 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით კონკრეტულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"რამდენიმე წელია ჩილე შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულია მსოფლიოს 174 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით, მათ შორის დიდი რვიანის ქვეყნებში:
- კანადა
- აშშ
- დიდი ბრიტანეთი
- ევროკავშირი
- რუსეთი
- იაპონია
დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჰქონდეს ისეთი პასპორტი, რომლითაც ლეგალურად შეძლებს მთელ მსოფლიოში (გარდა ავსტრალიისა და რამდენიმე ქვეყნისა) ოჯახთან ერთად გადაადგილებას, სთავაზობს:
• დაბადებით მოქალაქეობას - ანუ, თუ თქვენ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შვილს გააჩენთ ჩილეში, თქვენს შვილს მომენტალურად აძლევს მოქალაქეობას და საერთაშორისო პასპორტს.
• თქვენ როგორც ჩილეს მოქალაქის მშობელს (ან ოჯახის სხვა წევრს) გინახევრებთ ჩილეს რეზიდენტობის ვადას და 4 ის ნაცვლად გიმცირებთ 2 წლამდე.
უფრო მეტიც:
• რეზიდენტობის 2 წლიან პერიოდში გაძლევს საშუალებას რომ ამ 2 წლიდან 1 წელი საკუთარ ქვეყანაში იყო და მხოლოდ 1 წელი - ჩილეში.
უფრო მეტიც:
• ასეთ რეზიდენტს უწევს შეღავათს და აძლევს საშუალებას რომ ჩილეში ყოფნის პერიოდი დაჰყოს 2-3 ნაწილად (ანუ 6-6 თვე იცხოვრო, ან 4-4 თვე). ითვალისწინებს, რომ რეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების აუცილებლობა.
უფრო მეტიც:
• გაძლევს მოქალაქეობას ისე, რომ არ გიწევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმა არც შენ და არც ჩილეში დაბადებულ ბავშვს, ანუ გაძლევს ორმაგ მოქალაქეობას.
უფრო მეტიც:
• არ აქცევს ყურადღებას წყვილები (ბავშვის მშობლები) კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა.
უფრო მეტიც:
• მშობიარობა სახელმწიფო კლინიკებში უფასოა, ხოლო კერძო კლინიკები დაბალი ფასითა უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
შესადარებლად კერძო კლინიკებში მშობიარობის ფასი:
აშშ - 18 000 - 40 000$
კანადა - 15 000 - 25 000$
ჩილე - 4 800$-დან - 6800$
დაინტერესებულ პირებს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ თუკი:
1) იმყოფება ფეხმძიმედ (34 კვირამდე) ანდა ახლო მომავალში გეგმავს შვილის ყოლას,
2) შეუძლია პირველ ეტაპე მინიმუმ - 2, მაქსიმუმ 3 თვით ჩილეში ჩასვლა და ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე ბავშვის გაჩენა.
3) არ იმყოფება პირობითი სასჯელის ქვეშ", - ნათქვამია ინფორმაციაში.