აშშ-ში, ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ
ენი ჯო სკოტი და ეფი როუზ სკოტი ახალშობილი ტყუპი დები არიან, რომლებსაც უნიკალური დაბადების ისტორია აქვთ.
ენი ჯოუ სკოტი 2022 წლის 31 დეკემბერს, 23:55-ზე, მისი ტყუპისცალი ეფი როუზი კი, 2023 წლის 1 იანვარს, 00:01 საათზე დაიბადა. ინფორმაციას goodmorningamerica ავრცელებს.
გოგონების მშობლები ტეხასის შტატიდან არიან. როგორც ისინი ამბობენ, პატარებს 11 იანვარს ელოდებოდნენ. თუმცა, 29 დეკემბერს საავადმყოფოში შემოწმებაზე მისულებს, კლინიკაში დარჩენა მოუხდათ, საახალწლოდ კი მშვენიერი გოგონები ეყოლათ.
წყარო - "პრაიმტაიმი"