"თუ იმ ძაღლს ვიპოვნი ცოცხალს, მაშინ გადავრჩები..." - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირინა გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას სთხოვს, რომ დაეხმაროს ადამიანის პოვნაში, რომლის ძაღლმაც მას უკბინა.
"მეგობრებო, მიკბინა ძაღლმა და ვეძებ მის პატრონს. არ ვიცი რამდენად რეალურია ასე მისი პოვნა, მაგრამ იქნება ვინმე იცნობთ გოგოს, ასაკი დაახლოებით 35-36 წლის, ქერად შეღებილი თმით, რომელსაც ჰყავს კოკერსპანიელი. გუშინ 12:30 იყო მისი ძაღლი მაღაზია ნავნესთან სანდრო ეულის ქუჩაზე. დამჭირდა აცრის გაკეთება და, არ ვიცი ვინ როგორ იტანს ვაქცინაციას, მე ძაან ვერ ვარ კარგად. მჭირდება კიდევ 4 და თუ იმ ძაღლს ვიპოვნი ცოცხალს, მაშინ გადავრჩები დანარჩენ ვაქცინაციას, რაც უბრალოდ მანადგურებს. გაიხსენეთ რა ვინმე ხომ არ იცნობთ ასეთ გოგოს", - წერს ირინა გაჩეჩილაძე.
წყარო - digest.pia.ge